”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში სამი ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

11393277_869561469777315_3409482327222296467_nახალციხში ზარზმელის №1, №2, № 3 ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა. სამივე ქუჩაზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყო. დასრულდა ბორდიურების, სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა.გაკეთდა კორპუსების სადარბაზოებთან მისასვლელი გზები და დასასვენებელი სკვერი.

ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინასდა.

“აღნიშნული დასახლება წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. ადმიანებისთვის კომფორტი აღარ არის ის, რომ ტალახში არ უწევთ სიარული, ყველაფერი ერთბაშად ვერ გაკეთდება , მომავალში ამ დასახლებაში გარე განათებაც მოწესრიგდება, ჩემი დიდი სურვილია გაკეთდეს ბავშვთა მოედანი. დაახლოებით 400 ოჯახს და 1200 ადამიანს ინფრასტრუქტურული პირობები გაუუმჯობესდა” – აცხადებს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე.

ზარზმელი ქუჩის რეაბილიტაციისთვის 585 094 ლარი დაიხარჯა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე