”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მართლმადიდებლებისთვის პეტრე–პავლობის მარხვა დაიწყო

მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა დღეს, 8 ივნისს პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყეს, რომელიც ოთხ დიდმარხვას შორის ერთ-ერთია. იგი სულთმოფენობის შემდეგ ერთ კვირაში იწყება და ტრადიციულად, 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე სრულდება. წელს მარხვა ხუთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

პეტრე-პავლობის მარხვა შედარებით მსუბუქია. რადგან იგი ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, სხვა დღეებში  თევზით ხსნილია.

მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე