”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ლევან ლობჯანიძის სარჩელს მტკიცებულებად ადგილობრივი მედიის მასალები დაერთო

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ლევან ლობჯანიძის სარჩელის განხილვა დაიწყო. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ადგილობრივ თვითმმართველობას ბრალს დისკრიმინაციაში სდებს და მიიჩნევს, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება უკანონოდ მოხდა.

მოსამზადებელ სხომაზე მხარეებმა შუამდგომალობები განიხილეს. მოსარჩელე მხარემ, პროცესზე დამატებით მტკიცებულებად ადგილობრივი მედიის მიერ მომზადებული მასალები წარმოადგინა. მათი თქმით, ერთ–ერთი მტკიცებულება ტელეკომპანია ,,მე–9 არხის“ სიუჟეტია, სადაც ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე, იმედა მღებრიშვილი და მისი მოადგილე, თამაზ ძაძამია ინტერვიუში ლევან ლობჯანიძის გადაყენების იმ მიზეზებს ასახელებენ,  რომლებზეც  საკრებულოს სხდომაზე არ უსაუბრიათ. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარემ საკრებულოს სხდომის ოქმების ასლები მოითხოვა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა  დოკუმენტაციის გადაცემას მიზანმიმართულად აგვიანებს. პროცესზე ლევან ლობჯანიძემ მოსამართლეს 15 ივნისიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული სატელეფონო ზარების  ამონაწერი წარუდგინა. მისი თქმით, დოკუმენტით მტკიცდება, რომ  გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და მისი მოადგილე ავთანდილ კაჭკჭაშვილი აიძულებდნენ მათი მითითების მიხედვით ემოქმედა. ლობჯანიძის მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, მეორე  მხარემ 7 მოწმის შესახებ ისაუბრა, რომლებიც დაამოწმებენ, რომ ლევან ლობჯანიძის თანამდებობიდან გადაყენება კანონის ფარგლებში მოხდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე