ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეათე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების უმრავლესობას ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მხარი არ დაუჭირდეს. მათი პროტესტი ბიუჯეტთან დაკავშირებულმა საკითხებმა გამოიწვია.
ახალციხის მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომის პირველი და მეორე საკითხები 2015 წლის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს შეეხებოდა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განაცხადეს, ცვლილებები ინფრასტრუქტურულმა პროექტმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, წყრუთი –ანის გზის მშენებლობისათვის 6 412 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული საკითხი, ასევე, მუნიციპალიტეტის საჭიროებისათვის სხვადასხვა ხარჯის დამტკიცებას ითვალისწინებდა.
ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს, რომლებზეც საკრებულოს სხდომაზე სხვადასხვა სამსახურის წარმოამდგენელმა ისაუბრა, ,,ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. მათი თქმით, დოკუმენტებში, თანხებთან დაკავშირებით, გარკვეული შეცდომები აღმოაჩინეს, რომლის თვითნებურად გადასწორება საკრებულოს თანამშრომლების მხრიდან კანონდარღვევა იქნება და აღნიშნული შეცდომებისათვის კიდევ ერთი საკრებულოს სხდომის გამართვა აუცილებელია
გარდა ბიუჯეტში შესული ცვლილებებისა, საკრებულოს სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ექსკავატორით სარგებლობის საკითხიც. რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმმართველობის შემადგენლობაში არსებულ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებსა და მეწარმე იურიდიულ პირებს ტექნიკით სარგებლობა უსასყიდლოდ შეეძლებათ. აღნიშნულ ცვლილებას ოპოზიციონერი დეპუტატები არ დაეთანხმნენ.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სულ 5 საკითი განიხილს, მათგან ორი საკითხი, რომლებიც გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრასა და საქართველოს ქალაქებში მწვანე ნარგავების მოვლის ერთიანი წესების დანერვას შეეხებოდა, დეპუტატებმა ერთხმად დაამტკიცეს.