”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეიტნეგრაციო დახმარების“ პროგრამას გააცნობენ

????????????????????????????????????

გრიგოლ გიორგაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე  ახალციხეში შეხვედრას გამართავს. გრიგოლ გიორგაძის გარდა, შეხვედრას სამინისტროს თანამშრომლები, ა/ო საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდისა და ა/ო მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანების (MIDE) წარმომადგენლები დაესწრებიან.  სტუმრები საზოგადოებას „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეიტნეგრაციო დახმარების“ პროგრამას გააცნობენ.

შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მაჟორიტარი დეპუტატები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო მხარდაჭერას 2011 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის დაფინანსებით, ხოლო პირველად 2015 წელს,  სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას განახორციელებს.

პროგრამის მიზანი, ერთი მხრივდაბრუნებულ მიგრანტთა სამშობლოში ღირსეული რეინტეგრაციის ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაძლიერებაა. აღნიშნული პროგრამა  შემდეგი სახის სერვისებს მოიცავს:

  • სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;
  • პროფესიული სწავლება;
  • სოციალური პროექტების დაფინანსება;
  • ანაზღაურებადი სტაჟირება;
  • იურიდიული დახმარება.

Information

This entry was posted on 08/06/2015 by in ანონსი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე