”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

წნისთან ავტოავარიას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

crime-scene-taped-off1-735x400სოფელ წნისთან მომხდარ ავტოავარიას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს, 7 ივნისს მოხდა. ოპელის ტიპის ავტომანქანა ბორდიულს შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც ,,უნიმედი სამცხეშია” გადაყვანილი. იგი  ამ დროისათვის, რეანიმაციაში იმყოფება.

გარდაცვლილი, 60 წლამდე მამაკაცი,  წარმოშობით სოფელ ღრელიდან არის. ამ დროისათვის გვამი ახალციხის პროზექტურაშია.

შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე ამ დრიოსათვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

Information

This entry was posted on 07/06/2015 by in ახალი ამბები and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე