ინვალიდთა დახმარებისა და ინტეგრირების ლიგამ ახალციხეში საქველმოქმედო აქცია გამართა. ბავშვობიდან ცერემბრალური დამბლის დიაგნოზის მქონე არასრულწლოვნებისთვის ორგანიზაციამ გასართობი შოუ–პროგრამა წარმოადგინა და ისინი 22 სახეობის სურსათისა და ტკბილეულის პაკეტით დაასაჩუქრა.
ღონისძიებაზე ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრები 18 ბენეფიციარი და მათი მშობლები იყვნენ მოწვეული. ინვალიდთა დახმარებისა და ინტეგრირების ლიგამ ახალციხიეში საქველმოქმედო აქცია 2001 წლის შემდეგ მე–9 გამართა. ორგანიზაცია მსგავი სახის ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.