”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე კუსტარულად მოწყობილი სახერხი საამქროები აღმოაჩინეს

saxerxiეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოვლენი იქნა რამდენიმე სამართალდარღვევის ფაქტი. ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე აღმოჩენილი იქნა სახელმწიფო ტყის ფონდში უკანონო მოქმედი 2 კუსტარულად მოწყობილი სახერხი საამქრო.

სააგენტოს თანამშრომლების მიერ დალუქული იქნა ამოღებული სახერხი საამქროს დაზგა-დანადგარები და მასზე განთავსებული უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ზიანის დაანგარიშებისთანავე მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილი იქნება სათანადო ორგანოში.

Information

This entry was posted on 06/06/2015 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე