”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხე გარემოს დაცვის მსოფლიო საერთაშორისო დღეს შეუერთდა

ახალციხე გარემოს დაცვის მსოფლიო საერთაშორისო დღეს შეუერთდა. აქციაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადენლებიც ჩაერთვნენ. გამგეობის თანამშრომლებმა საფარის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდეს.

დასუფთავების აქცია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მოეწყო,  მასში მონაწილეობა კი  ადგილობრივმა მოსახლეობამ,  სტუდენტებმა  და მოსწავლეებმა მიიღეს.

ქალაქის ცენტრალურ პარკში პროექტ  „საქართველოს მოხალისეს“ აქტივისტებმა კი ადგილობრივებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით  საინფორმაიო სახის ბუკლეტები დაურიგეს.

5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაეროს კონფერენცია გაიხსნა, რომელიც გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე