”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალქალაქში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

gzebiახალქალაქში ორ კომპაქტურ დასახლებში 22 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს დღეს მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები დააკვირდნენ.

პროექტების ფარგლებში ამ ეტაპზე გზის სავალ ნაწილზე ასფალტო-ბეტონის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს, მოეწყო ტროტუარები და ბაზალტის ბორდიურები, მოწესრიგდა საკანალიზაციო ჭები, დაგეგმილია ასევე შიდა ეზოების მოწესრიგება და გაზონების მოწყობა.

ორივე პროექტის განხორციელებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 მილიონ 70 ათასი  ლარი მოხმარდება. ჯამში რეაბილიტაცია ხუთკილომეტრიანი სიგრძის გზას ჩაუტარდება. შედეგად აღნიშნული უბნების კეთილმოწყობილი გზით ქალაქში მცხოვრები 11 ათასამდე მოსახლე ისარგებლებს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე