”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

წყლის გარეშე დარჩენილი ორი სოფელი

მოუწესრიგებელი სარწყავი და სასმელი წყლის სიტემის გამო, მუგარეთისა და გიორგიწმინდის მაცხოვრებლები ჩივიან. მათი თქმით, უკვე წლებია მიწის ნაკვეთებს ვერ რწყავენ, ამიტომ მოსავალიც შესაბამისად ნაკლებია. სასმელი წყალი კი დაბინძურებულია და მცირე რაოდენობით მოდის.

მაყვალა თაბაგარის მსგავსად სასმელი წყლის პრობლემაზე მუგარეთის სხვა მაცხოვრებლებიც ჩივიან. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ მარაგი  მცირეა,  წყალი დაბინძურებული და სასმელად უვარგისია. ადგილობრივები ამბობენ, წყლის პრობლემა სოფელს წლებია აწუხებს.  სისტემის მოწესრიგებას კი მათ  ხელისუფლების წარმომადგენელები ჰპირდებოდენ, თუმცა უშედეგოდ.

სასმელი წყალი  მუგარეთის მსგავსად, არც გიორგიწმინდის მაცხოვრებლებს აქვთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში წყლის მარაგი არსებობს, თუმცა სათავე–ნაგებობის რეაბილიტაცია და  საქაჩების დაყენება საჭირო. მოსახლეობის თქმით, ხელისუფლებამ პრობლემის სრულად მოგვარებისთვის საკმარისი თანხა უნდა გამოყოს.

სასმელი წყლის გარდა სოფელ მუგარეთისა და გიორგიწმინდის მაცხოვრებლებს არც სარწყავი წყალი აქვთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ერთადერთი  შემოსავალი სოფლის მეურნეობაა,  თუმცა  მოსავალი უწყლობის გამო უფუჭდებათ, შესაბამისად  ის შრომა რომელსაც ისინი გასცემენ უშედეგოა.

სოფელ მუგარეთსა და გიორგიწმინდას,  რომ წყლის პრობლემა უკვე წლებია აწუხებს ამაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც საუბრობენ. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით, გიორგიწმინდაში მოშლილია, როგორც შიდაქსელი, ასევე მცირეა წყლის დებეტიც. ამიტომ ნოდარ ბალახაშვილის თქმით, საჭირო რესურსის მოძიების შემდეგ, შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება და ორივე სოფელში  წყლის მარაგის გაიზრდება. აღნიშნულთან დაკაშირებით საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება სარწყავ წყალს გაერთიანებული  სამელიორაციო სისტემების კომპანია  პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე მუშაობს.

აღნიშნულ სოფლებში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით, თანხები გასულ წლებშიც გამოიყო, მიუხედავად ამისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.   გიორგიწმინდაში მოსახლეობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით წელსაც სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, რისთვისაც  13 633 ლარი განისაზღვრა.  გამგეობაში ამბობენ,  რომ შესაძლოა აღნიშნული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდეს, თუმცა პროექტი სრულად მუნიციპალიტეტის თანადაფინასებით, განხორციელდება. მუგარეთში კი წელს ხიდის რეაბილიტაცია და რიტუალების სახლში სამაცივრე დანადგარების მოწყობა გადაწყდა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ,რომ აღნიშნულ სოფელში წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად თანხები ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

Information

This entry was posted on 04/06/2015 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე