”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვალეში 10 429 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს

oqroსსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 30 მაისს, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, 10429,3 ლარის ღირებულების დეკლარირებას ქვემდებარე ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. მებაჟე ოფიცრებმა ოქროს ყელსაბამები, საათები, ბეჭდები, საყურეები, საქართველოში თურქეთიდან შემოსული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, მ.ა-ს ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქეს ფულადი ჯარიმა – 10429,3 ლარის ოდენობით შეეფარდა .

Information

This entry was posted on 03/06/2015 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე