ახალციხე ამერიკის დღეებს მასპინძლობს. ამასთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში ქალაქში საინფორმაციო და კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. პირველი აქტივობა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა, სადაც სპეციალურად მომზადებული კონფერენცია გაიმართა.