”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენის გამგეობაში კონკურსის პირველი ეტაპი 57–მა მოანაწილემ გადალახა

ადიგენის მუნიციპალიტეტში  საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსისთვის პირველი, ანუ განაცხადების გადარჩევის პროცესი დასრულდა. 58 კონკურსანტიდან უარი მხოლოდ ერთ მათგანს, არასრული დოკუმენტაციის წარდგენის გამო ეთქვა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში, 6 ვაკანტურ პოზიციაზე 125 განაცხადი შევიდა.

გამგეობამ კონკურსი 20  მაისს გამოაცხადა.

განაცხადების დარეგისტრირების  ვადა 30 მაისს ამოიწურა.

ადიგენის გამგეობის კონკურსის მეორე ეტაპი ანუ ტესტირება, 13 და 14 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც გასაუბრება დაინიშნება. კონკურსანტებს საკუთარი შესაძლებლობების წარდგენა 7 კაციანი კომისიის წინაშე მოუწევთ, რომლის თავმჯდომარეც ადიგენის მუნიციპალიტეტის  გამგებლის მოადგილე მინდია ჯელიაა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე