”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

„ერთად შევეგებოთ ევროპას“ – სემინარი მოსწავლეებისთვის

რა არის ევროკავშირი, რა სიკეთის მომტანია ქვეყნისთვის ალიანსში გაწევრიანება და  რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ  ევროკავშირის წევრი გახდეს–ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებზე ახალციხის საჯარო სკოლებში იმსჯელეს.  შეხვედრა, პროექტ  „ერთად შევეგებოთ ევროპას“ ფარგლებში  განხორციელდა.

მას ორგანიზება,   ევროკავშირის მობილურმა  საინფორმაციო ცენტრმა გაუწია. ღონისძიებაზე ფილმის ჩვენება მოეწყო, რომელშიც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები იყო ასახული. მსგავსი სახის შეხვედრები პირველ ივნისს ჯავახეთში შედგა და ნინოწმინდის საჯარო სკოლებში საინფორმაციო ხასიათის სემინარები ჩატარდა.  ორგანიზატორების თქმით, ევროკავშირის შესახებ შეხვედრები  140 საგანმანათლებლო დაწესებულებაში შედგება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე