მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი გრძელდება. საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ–გვერდზე, ვაკანსიები ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შემდეგ, მერიამაც გამოაცხადა. ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობაში, ამ ეტაპზე ვაკანტური 8 პოზიციაა. მათგან ორი: წამყვანი სპეციალისტი კადრებისა და წერილების საკითხებში და მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაქვემდებარებაშია, დანარჩენზე კი თავისუფალ ადგილებს მერია აცხადებს.
მსურველებს განაცხადის შევსება ელექტრონულად 7 ივნისამდე შეუძლიათ. დოკუმენტების გადარჩევის შემდეგ, კონკურსანტები ტესტირებას გაივლიან, რომელიც 14 ივნისს გაიმართება. მინიმალური ბარიერი 60–დან 33 ქულაა.
კონკურსის მესამე ეტაპზე გასული კანდიდატები გასაუბრებას საკონკურსო –საატესტაციო კომისიის წინაშე გაივლიან. 5 კაციანი კომისიის თავმჯდომარე ქალაქის მერი გიორგი კოპაძე, ხოლო მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, კახაბერ ბერიძეა. ასევე, კომისიის შემადგენლოიბაში შედიან: მერის მოადგილე ზაზა თამარაშვილი, გუბერნატორის მოადგილე, ავთანდილ კაჭკაჭაშვილი და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი მალხაზ ლომსაძე.
You must be logged in to post a comment.