3 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი ახალციხეს ეწვევა. იგი მხარის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს .
ამერიკის დღეების ფარგლებში 10:00-14:00 საათზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია ამერიკანისტიკის კონფერენცია;
15:00 საათზე ახალციხის ციხეში მოეწყობა საინფორმაციო ბაზრობა;
17:00 საათზე აშშ-ის ელჩი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბაზრობაზე გამოფენილ აშშ-ის მისიის საგანმანათლებლო, გაცვლითი, საგრანტო, და სხვა პროგრამების სტენდებს დაათვალიერებენ;
18:00 ახალციხის ციხეში დაიწყება კონცერტი – მუსიკალური ბენდების „Dangerflow“ და „Sea2Sea Dancers“–ის მონაწილეობით.
ამერიკის დღეები არის საინფორმაციო და გასართობი ღონისძიებების ერთობლიობა, რომელსაც მასპინძლობს აშშ-ის მისია საქართველოში.
ღონისძიებები, საქართველოს მასშტაბით, 2 ივნისს ზუგდიდიდან დაიწყო, ახალციხის შემდეგ, ამერიკის დღეები 4 ივნისს გორში გაგრძელდება. ხოლო 6 ივნისს თბილისში, რიყის პარკში დასკვნითი ღონისძიება გაიმართება .
ღონისძიების ფარგლებში მოწყობილ საინფორმაციო ბაზრობებზე წარმოდგენილი იქნება ამერიკის საელჩოსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული განათლების, დემოკრატიის განვითარების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ეკონომიკური ზრდის პროექტები და მათი ბენეფიციარები.
მოსახლეობას საშუალება ექნება საელჩოს წარმომადგენლებისგან ინფორმაცია საგანმანათლებლო, საკონსულო და საიმიგრაციო მომსახურების, სხვადასხვა გრანტისა და დახმარების პროგრამის შესახებ პირადად მიიღოს.
დღის ბოლოს სტუმრები ამერიკულ მუსიკას მოუსმენენ და ქართველი და ამერიკელი არტისტების შესრულებით ქუჩის ცეკვებს ნახავენ.
You must be logged in to post a comment.