”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის გამგეობისა და მერიის საჩუქრები ბავშვებს

ახალციხეში  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო  დღე  აღნიშნეს.  დღესასწაულთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მერიამ თემში არსებული საბავშვო ბაგა–ბაღები მოინახულეს და პატარებს ნაყინებით გაუმასპინძლდნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან გეგმიური ღონისძიებისათვის დაახლებით 400 ლარი გამოიყო, ხოლო მერიას აქცია 600 ლარი დაუჯდა.

ქალაქის მერის განმარტებით,  პრობლემები რომლებიც ბაღებს წლებია აწუხებს, ეტაპობრივად მოგვარდება. გიორგი კოპაძის თქმით, მნიშვნელოვანია ბავშვებმა თავი კომფორტულად იგრძნონ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე