”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია world vision–მა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთობლივად ქალაქის ცენტრალურ სკვერში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება და აქცია მოაწყეს.

ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა ახალგაზრდების განწყობაზე იზრუნეს და მათ საკუთარი რეპერტუარიდან ცეკვები და სიმღერები შესთავაზეს. ქალაქში შეკრებილ ბავშვებს ახალციხის მერიის კულტურის სამსახური ნაყინებით გაუმასპინძლდა, ხოლო world vision–მა მათ ბუშტები დაურიგა.

ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღონისძიების ფარგლებში, პატარებს სახის მოხატვა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებაც შეეძლოთ.

შეგახსენებთ, რომ ბავშვთა საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერს ბავშვთა საერთაშორისო ფედერაციამ დააწესა. პირველი ივნისი კი 1950 წლიდან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება. დღესასწაულის მიზანს კი მსოფლიოს აზრის მობილიზება, ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დაცვა, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და დემოკრატიული აღზრდა–განვითარება წარმოადგენს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე