29 მაისს, ’’ვალეს’’ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები აღმოაჩინეს. აკრძალულ მედიკამენტებს განკუთვნილი საქონელი, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი, 20 აბი დიფენოქსილატი, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი, 40 აბი ქლორდიაზეპოქსიდი თურქეთიდან შემოსული ირანის მოქალაქის, ჰ.რ-ს კუთვნილი მანქანის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას გამოვლინდა.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
You must be logged in to post a comment.