”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ქართულ და თურქულ უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ართვინ–ჭოროხის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ახალციხეში, თურქეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ორმა რექტორმა, მემორანდუმს ხელი  ერთობლივად მოაწერა.

დოკუმენტის მიხედვით, უნივერსიტეტებს შორის, როგორც სასწავლო, ასევე სამეცნიერო მიმართულებით სხვადასხვა აქტივობები დაიწყება. გარდა ამისა, განხორციელდება გაცვლითი პროგრამებიც, რომლის საშუალებითაც, სტუდენტებს უცხო ენის სწავლა საქართველოსა და თურქეთში შეეძლებათ. როგორც ართვინ–ჭოროხის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა განმარტეს, მათ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის პროგრამა არსებობს, თუმცა კონტინგენტისა და პროფესურის არ არსებობის გამო, არ ფუნქციონირებს. სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი იმედოვნებს, რომ მსგავსი ურთიერთობა საფუძველს თურქეთში ქართული ენის სწავლებას  ჩაუყრის.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე