”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში 20:00 საათზე შემოვა

12c9a41c7e80ოლიმპიური ცეცხლის ახალციხეში შემოტანისათვის მზადება დაწყებულია.კომიტეტის წევრთა ნაწილი უკვე ქალაქში იმყოფება. მზად არის სპორტული ტანისამოსი მეჩირაღდნეებისათვის.

ოლიმპიური ცეცხლი ხვალ, 29 მაისს, ხულოდან ადიგენის მუნიციპალიტეტში შემოვა. 20:00 საათზე რაბათის ხიდის მიდებარე ტერიტორიიდან, ქალაქის მასშტაბით, ცეცხლთან ერთად მორბენი გაიმართება. 21:00 საათზე ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლასთან დაკავშირებით, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ესტრადის მომღერლების მონაწილეობით, სპეციალური ღონისძიება იგეგმება.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის ფარგლბში,  ათენიდან საქართველოში შემოტანილი ცეცხლი, ახალციხისა და ადიგენის გარდა, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებსაც მოივლის.

ოლიმპიური ცეცხლი 26 მაისს საქართველოში, კერძოდ ბათუმში შემოვიდა და პირველ აგვისტომდე დარჩება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე