ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსს, კიდევ ერთხელ, მესამედ აცხადებს. ადგილობრივ თვითმმართველობაში ვაკანტური 18 პოზიციაა, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ–გვერდზეა (hr.gov.ge) განთავსებული. მათგან ერთს, იურიდიულ საკითხებში მთავარი სპეციალისტის ვაკანსიას, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს, სხვა პოზიციები კი გამგეობის დაქვემდებარებაშია.
ვაკანტურია თანამდებობები გამგებლის წარმომადგენლისა და მისი თანაშემწის პოზიციებზე, სოფელ პამაჯის, წყალთბილის, აწყურისა და ვალის ადმინისტრაციული ერთეულებში. ასევე, მთავარი პეციალისტებისა და განყოფილების უფროსების პოსტები ადგილობრივ თვითმმართველობაში.
აღნიშნულ თანამდებობებზე მსურველებს განაცხადის გაკეთება 5 ივნისამდე შეუძლიათ.
პირველ ეტაპზე შერჩეული კანდიდატები ტესტირებას 13–14 ივნისს გაივლიან, რომლის დროსაც, გამგებლის წარმომადგენლებისთვის ქულათა მინიმალური ბარიერი 55 ქულაა, ხოლო სხვა საჯარო მოხელეებისათვის 60 ქულამდე განისაზღვრა.
მესამე ეტაპზე, კონკურსანტები საკუთარ ცოდნასა და უნარ–ჩვევებს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წინაშე წარმოადგენენ.
You must be logged in to post a comment.