”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სააპელაციო სასამართლომ ბორჯომის რაიონული განყოფილების ყოფილი პოლიციელი გაამართლა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბორჯომის რაიონული განყოფილების ყოფილი პოლიციელი  გაამართლა.

ზაურ ლეკიშვილის მიმართ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციომ ძალაში დატოვა.  ადვოკატი ფიქრობს, რომ პროკურორი სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში მაინც  გაასაჩივრებს.

 

იმის გამო, რომ დაზარალებული ექვსი თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა,  ირაკლი ბარძიმაძე ზაურ ლეკიშვილისათვის კონპენსაციას მოითხოვს.

ყოფილ პოლიციელს ბარლი სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით ედებოდა რაც ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემას გულისხმობს. იგი ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

იმ მოტივით, რომ განაჩენი  დაუსაბუთებელი იყო პროკურატურამ  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე