”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტის 210–მა კურსდამთავრებულმა ბოლო ზარი ერთად აღნიშნა

ფოლკლორული და საესტრადო სიმღერები, ცეკვები, პატრიოტული ლექსები და საოპერო არია – დღეს კიდევ ერთხელ დაირეკა ბოლო ზარი ახალციხის მუნიცპალიტეტის ყველა მეთორმეტეკლასელისთვის. ერთობლივ ღონისძიებაზე, სხვადასხვა სოფლიდან 210  კურსდამთავრებული სხვილისში შეიკრიბა.

შეიკრიბა. საკონცერტო პროგრამის დაწყებამდე, სკოლადამთავრებულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან  ერთად, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი კოლეჯ ,,ოპიზარისა“ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელებმაც მიულოცეს. ღონისძიება სხვილისში ახალციხის მუნიცპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. საკონცერტო ნომრები სხვილისის, აწყურისა და ვალის კულტურის სახლების აღსაზრდელებმა წარმოადგინეს. ყველა კურსდამთავრებულს კი საჩუქრად შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი“ გადაეცა. ღონისძიების ორგანიზებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1998 ლარი გამოიყო.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე