”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

27 მაისს ბორჯომში შს მინისტრს ელოდებიან

vaxo 27 მაისს ბორჯომში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ელოდებიან.

მინისტრი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი ბორჯომელი პოლიციელის, გიორგი ბერუაშვილის სახელობის სკვერს, ქუჩას და მემორიალს გახსნის.

ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრები დაესწრებიან. გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩის, სკვერისა და ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გახსნა 12:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბერუაშვილი 23 იანვარს, ლიკანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა,  შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა. პოლიციელი,  მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა..

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე