ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ გამოცხადდა. ადგილობრივ თვითმმართველობაში ვაკანტური 6 პოზიციაა. ვაკანსიები საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზეა განთავსებული:
1. მთავარი სპეციალისტი იურიდულ საკითხებში;
2. გამგებლის წარმომადგენელი ხევაშნის ადმინისტრაციულ ერთეულში;
3. მთავარი სპეციალისტი ეკონომიკისა და სტატისტიკის საკითხებში;
4. წამყვანი სპეციალისტი საქმის წარმოების საკითხებში;
5. წამყვანი სპეციალისტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კონტროლისა და აუდიტის საკითხებში;
6. წამყვანი სპეციალისტი სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში.
აღნიშნულ თანამდებობებზე მსურველებს განაცხადის გაკეთება 30 მაისამდე შეეძლებათ. პირველი, ანუ საბუთების გადარჩევის ეტაპის შემდეგ, კონკურსანტები ტესტირებას 13–14 ივნისს გაივლიან. შემდეგ კი საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წინაშე გასაუბრება გაიმართება.
კონკურსანტებს შემდეგი საკანონმდებლო დოკუმენტების ცოდნა მოეთხოვებათ:
1) საქართველოს კონსტიტუცია;
2),,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტია
3),,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი;
4) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
5) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
You must be logged in to post a comment.