”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მერიაში საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

sak sxdomaახალციხის მერიის სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად გატანილი ააიპ “ქალაქ ახალციხის ტბის” დაფუძნება გააპროტესტეს.  უმცირესობები არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირის  შექმნის ეკონომიკურ დასაბუთებას ითხოვენ. ისინი ირწმუნებიან, რომ ახალციხის ხელოვნური ტბის მოვლისათვის ცალკე  ააიპ-ის ჩამოყალიბება ზედმეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ახალციხის ხელოვნური ტბის მოვლა–პატრონობის მიზნით, ააიპ-ის ჩამოყალიბება დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკთხად განიხილეს.

დეპუტატები დღეს ჯამში 7 საკითხს განიხილავენ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე