”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარების სამინისტრომ სამი პროექტი დაუფინანსა

2, adigeni partiebi.avi_000107520რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ადიგენის მუნიციპალიტეტიდან გადაგზავნილი სამივე ინფრასტრუქტურული პროექტი დააფინანსა. ესენია:  სოფელ ადიგენის ადგილობრივი გზის მოასფალტება–რეაბილიტაცია;  ქვემო ენთელი–ზემო ენთელი–ფხეროს მიმართულებით სავალი გზის აღდგენა;  პატარა სმადის გზის რეაბილიტაცია.

გამგეობაში განმარტავენ, რომ პროექტების განხორციელებისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია მზადდება და ტენდერი  რამდენიმე დღეში  გამოცხადდება, აღნიშნულისთვის სამინისტროდან  1 074 081ლარი გადმოირიცხა.

პროექტების მიხედვით,  სოფელ ადიგენის  კილომეტრ–ნახევარიანი გზის რეაბილიტაციისათვის, რაც მის მოასფალტებას, რკინა–ბეტონის სანიაღვრე არხებისა და მილ–ხიდების მშენებლობასაც მოიცავს, ადიგენის მუნიციპალიტეტმა სამინისტროდან  460 000 ლარმდე მიიღო, პატარა სმადის გზისათვის, რომელიც ასევე დაახლოებით კილომეტრ–ნახევარია  400 000 ლარამდე, ხოლო ქვემო ენთელი–ზემო ენთელი–ფხეროს მიმართულებით გზის რეაბილიტაციისათვის 217 000 ლარზე მეტია გაწერილი, რომლის ფარგლებშიც პირველი ეტაპზე 650 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის აღდგენა მოხდება.

2014 წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, ადიგენის მუნიციპალიტეტში, 3 პროექტი დაფინანსდა.  დაბა ადიგენის ქუჩების რეაბილიტაცია, დაახლოებით 500 000 ლარით, ვარხანი-წახნის გზის რეაბილიტაცია  700 000 ლარის ფარგლებში და მლაშის სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია  6,450 ლარის ღირებულებით.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე