”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ სულთმოფენობის დღესასწაული იზეიმა

სომხურმა სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ სულთმოფენობის დღესასწაული აღნიშნა.

ბიბლიის მიხედვით, უფალმა აღდგომის მე-40 დღეს ზეცაში ამაღლების დროს თავის მოწაფეები უთხრა, რომ  დაპირებულ ძალას დალოდებოდნენ, რომლის მეშვეობითაც ისინი უფლის მოციქულები გახდებოდნენ და ქრისტიანობას მთელ მსოფლიოში იქადაგებდნენ.

50–ე დღეს იერუსალიმში მოულოდნელად  უცნაური ქარი ამოვარდა, ციდან  ღვთაებრივი ცეცხლი გადმოვიდა და მოწაფეებს თავზე ცეცხლის ენების სახით დაადგა. მოციქულებმა, საოცარი ძალით, სხვადასხვა ენაზე  ქადაგება დაიწყეს.

სომხური სამოციქულო ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულს ტრადიციულად უფლის აღდგომიდან 50–ე დღეს აღნიშნავს.

Information

This entry was posted on 24/05/2015 by in რელიგია and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე