”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში “ახალგაზრდული ფორუმი” გაიმართა

ახალგაზრდული ფორუმი ახალციხეში. ადიგენისა და ახალციხის სამოქალაქო და სასკოლო კლუბის წევრებმა საზოგადოებას დასაფინანსებლად ხუთი პროექტი წარუდგინეს. ფორუმს ორგანიზება არასამთავრობო როგანიზაცია დემოკრატ–მესხთა კავშირმა, ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა და ვორლდ ვიჟენმა გაუწიეს.

ახალციხეში „ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა. სამოქალაქო და სასკოლო კლუბების გაერთიანებით, 5–მა ჯგუფმა 5 საკითხზე პროექტები წარმოადგინა. ახალგაზრდებმა პრობლემის მოგვარება ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის, თანასწორობის, ტურიზმის, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და მოხალისეობის კუთხით გადაწყვიტეს.

ახალგაზრდების პირველი ჯგუფი ბულინგის, ანუ სკოლაში ერთი ჯგუფის მიერ მეორეს მიმართ ჩაგვრის აღკვეთის იდეით გამოვიდა, მეორე ჯგუფმა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით, თემში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განთავსება მოითხოვა. მესამე ჯგუფმა გარემოს დაცვა გადაწყვიტა და სკვერების გამწვანებისა და ნაგვის ურნების დადგმის იდეით გამოვიდა. მეოთხე ჯგუფმა საზოგადოებას ტურიზმის განვითარების მიზნით, ინფრასტუქრურის მოწესრიგება და ისტორიული ძეგლების შესახებ საინფორმაციო ბანერების დაბეჭდვა შესთავაზა. მეხუთე ჯგუფმა კი მოხალისეობის კულტურის დანერგვაზე ისაუბრა.

ახალგაზრდების მიერ პროექტების წარდგენის შემდეგ საზოგადეობასა და ჯგუფებს შორის კითხვა პასუხი შედგა. სამოქალაქო და სასკოლო კლუბების წევრებმა გამოცდილი ადამიანებისგან რეკომენდაციებიც მიიღეს.   წარმოდგენილი პროექტებიდან ორ მათგანს მხარდაჭერა ფორუმზევე აღუთქვეს. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ შესაბამის ჯგუფს გამწვანებასთან დაკავშირებით, დახმარება შესთავაზა. ცხოვრების ჯანსაღის წესის დამკვიდრებაში კი ახალგაზრდებს მხარი ფირმა „ლელას“ დირექტორმაც დაუჭირა.

„ვორლდ ვიჟენის“, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის, სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობისა“ და „ახალციხის დემოკრატ მესხთა კავშირის“ ორგანიზებით, მსგავსი მასშტაბის ფორუმი რეგიონში პირველად შედგა. ორგანიზატორთა განმარტებით ფორუმის მიზანს ახალგაზრდების გააქტიურება, მათი პრობლემების კვლევა და საკითხის გადაჭრის გზების ძიება იყო.

ახალგაზრდული ფორუმი რესტორან „ალავერდის“ დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესმენები და ხელისუფლების პირველი პირები დაესწრნენ. ფორუმის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ჯგუფების მიერ წარმოდგენილი ხუთივე პროექტი განხორციელდება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე