”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის გამგეობას ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამი პროექტი დაუფინანსა

წყრუთი – ჭვინთა –ელიაწმინდის საავტომობილო გზა–დაახლოებით 600 ათასი ლარი, ახალციხე– ტატანისი– სვირი –ბოგის გზის რეაბილიტაცია, 4 000 ლარამდე, სოფელ ზიკილიის საავტომობილო გზის აღდგენა 150 000 ლარი – ეს ის პროექტებია, რომლებიც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაუფინანსა.

აღნიშნულის გამო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის 2015 წლის ბიუჯეტში მეოთხე ცვლილება შევიდა. როგორც სხდომაზე აღნიშნეს, პროექტების შესასრულებლად შესაბამისი ტენდერები უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ასფალტის საფარის დასაგებად სამუშოები კი დაახლოებით 1 თვეში დაიწყება.

დღესვე დეპუტატებმა ვალის საბავშო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საპროექტრო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი დაამტკიცეს. პროექტი, რომელიც დაახლოებით 500 000 ლარის ფარგლებში გაიწერა, ინფრასტრუქტურის სამინისტროში რამდენიმე დღეში გადაიგზავნება.

გამგეობაში მთავრობის პასუხს ელოდებიან წყრუთი–ანის საავტომობილო გზის დაფინანსებასთან დაკავშრებითაც.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დეპუატეტებმა სულ 4 საკითხი განიხილეს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების გამო, ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე