”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში 26 მაისისთვის ემზადებიან

ახალციხეში 26 მაისისთვის ემზადებიან. ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ დამოუკიდებლობის დღისათვის  მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი. კულტურის სამსახურის უფროსის თქმით, დღესასწაულის აღნიშვნა დილიდან დაიწყება, რაბათის ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე ხალხური რეწვის ოსტატთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  გამოფენა მოეწყობა. სამსახურის უფროსის მარინა გოგოლაძის თქმით, ქალაქში სპორტული შეჯიბრებებიც გაიმართება.

პატარების გამხიარულებისათვის კი თოჯინების თეატრის მსახიობები იზრუნებენ. დაახლოებით 17:00 საათზე კონცერტი დაიწყება, სადაც მონაწილეობას ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ. ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი მაყურებლის წინაშე  ქართული ესტარდის ვარსკვლავები წარსდგებიან.

 ჯემალ და ცისანა სეფიაშვილები, ენრიკო ჯანელიძე, ბორის ბედია, ბესიკ კალანდაძე, ირმა სოხაძე, ჯგუფი „თბილისური კვარტეტი“,  კახაბერი და ხანუმები, საკუთარი რეპერტუარიდან ახალციხელებს სიმღერებს შესთავაზებენ. 26 მაისი ფეიერვერკით დასრულდება. ქალაქში გამართულ ღონისძიებებს ახალციხის მერია, კულტურისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროები უზრუნველყოფენ.

Information

This entry was posted on 22/05/2015 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე