,,ერთად მოვნიშნოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელმისაწვდომი ადგილები”, – ამ სახელწოდებით, ახალციხის ცენტრალურ პარკში, ასოციაცია „ტოლერანტმა“აქცია გამართა. მასში მონაწილეობა ორგანიზაციის მოხალისეებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. აქტივობის მიზანი შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი რესტორნების, მაღაზიებისა და კაფეების რუკაზე მონიშვნა იყო.
„ახალციხეში არაადაპტირებული გარემოს გამო, შშმ პირების რეალური პრობლემების უკეთ წარმოჩენა მოხდა“ – აღნიშნა ”ტოლერანტის“ ხელმძღვანელმა.
მოხალისეობრივი აქცია სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში საქართველოს 10 რეგიონში იმართება. კვირეულის მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართვა და ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
ღონისძიებებს ორგანიზებას სამოქალაქო განვითარების სააგენტო და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი უწევევნ. კვირეული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.