”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში ინგლისური ენის გამოცდაზე ექვსი მეთორმეტეკლასელი ჩაიჭრა

skolaდღეს ახალციხის საჯარო სკოლებში  მეთორმეტეკლასელებმა  საატესტატო გამოცდები  უცხო ენაში ჩააბარებეს.  პროცესი  ახალციხის საგანმანათლებლო დაწესებულებებში დილის ცხრა საათზე დაიწყო, მოსწავლეებს დავალებების შესასრულებლად  ერთი საათი ჰქონდათ გამოყოფილი.

ქალაქის ნომერ პირველ და მეექვსე საჯარო სკოლებში უმაღლესი 10 ქულა დაფიქსირდა, თუმცა ორივე დაწესებულებაში თითო–თითო მეთორმეტეკლასელი ჩაიჭრა.

მეხუთე საჯარო სკოლაში უმაღლესი 9 ქულა დაიწერა ხოლო 3–მა მოსწავლემ ბარიერი ვერ გადალახა.

არაქართულნოვან მესამე საჯარო სკოლაში ყველა მოსწავლემ დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა,  უმაღლესი კი  9,5 ქულა დაიწერა.

მეორე რუსულენოვან სკოლაში  უმაღლესი შეფასება 8,6 იყო, ხოლო ერთი მათგანი ჩაიჭრა.

დაწესებულებებში ტესტირებას გამოცდების ეროვნული  ცენტრის წარმომადგენლები დააკვირდნენ.

შეგახსენებთ, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები  გამოცდებს 23 და 24 მაისს უცხო ენაში, ისტორიასა  და მათემატიკაში ჩააბარებენ. ტესტირების ხელახლა გავლა იმ პირებსაც შეეძლებათ, რომლებიც გასულ წელს  ჩაიჭრნენ.  საქართველოს მასშტაბით,  გამოსაშვები გამოცდები დაახლოებით 1600 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდება. ტესტირებაზე, დაახლოებით, 44 000 მე–12 კლასელი გავა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდების ჩატარება, სავარაუდოდ, 1 700 000 ლარი დაჯდება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე