როგორია საშვილოსნოს ყელის კიბო და რა არის მისი გამომწვევი მიზეზები, რომელ ასაკში ხდება დაავადების გამოვლინება და როგორ უნდა დაიცვას მანდილოსანმა თავი კიბოსაგან–აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, პირველადი ჯანდაცვის მედიკოსებმა, გინეკოლოგებმა და უბნის ექიმებმა სემინარი მოისმინეს.
შეხვედრა „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ოფისში შედგა. შეხვედრას ეროვნული სკრინინგ ცენტრის და „შავი ზღვის პარტნიორობა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისა და კონტროლისთვის“ წარმომადგენლები გაუძღვნენ. მათი თქმით ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია მანდილოსნებში მნიშვნელოვანია რათა დაავადების თავიდან აცილება მოხდეს. საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში გავრცელების მხრივ, მეორე ადგილზეა. ქვეყანაში დავადება ყოვეწლიურად, დაახლოებით, 350 მანდილოსანს უვითარდება.შეგახსენებთ, რომ „დემოკრატ–ქალთა საზოგადოების “ ოფისში საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგი გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის მანდილოსნებისთვის უფასოა.