”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 19 პოსტი კვლავ ვაკანტური დარჩა

AXALCIXIS GAMGEOBAახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის პასუხები ცნობილია. მესამე ეტაპი, ანუ გასაუბრება 16–მა კონკურსანტმა გადალახა. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ შერჩეული თანამშრომლები საკუთარი უფლება–მოსილებების შესრულებას უახლოეს დღეებში შეუდგებიან.

საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის, ბოლო ეტაპის შემდეგ, მუნიციპალიტეტის გაგეობაში 19 პოზიცია კვლავ ვაკანტური დარჩა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარჩენილ პოსტებზე კონკურსი ხელახლა გამოხცადდება.

ვაკანტური დარჩა რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმადგენლისა და მისი თანაშემწის, ასევე ინფრასტრუქტურის სამსახურსა და ეკონომიკიური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურებში სპეციალისტების პოზიციები.

რაც შეეხება იმ კონკურსანტებს, რომლებმაც გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარეს, მათ საშუალება აქვთ ორი დღის ვადაში, საკუთარი შედეგი საპრეტენზიო კომისიაში გაასაჩივრონ.

საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპზე  გასაუბრება სულ 75 კონკურსანტს უნდა გაევლო, თუმცა 17 მათგანი არ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის თვითმმართველობაში კონკურსი მიმდინარე წლის 25 თებერვალს დაიწყო. გამგეობამ ვაკანსია 29 პოსტზე გამოაცხადა, ხოლო საკრებულომ ორ – პოზიციაზე.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე