”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში გიორგი ჩიტაურის კონცერტი გაიმართა

ახალციხეში გიორგი ჩიტაურის კონცერტი გაიმართა. პროექტ  “ნიჭიერის” მონაწილემ ადგილობრივებს საკუთარი რეპერტუარიდან, რამდენიმე სიმღერა შესთავაზა.

გიორგი ჩიტაურთან ერთად მაყურებლის წინაშე მომღერლები ზურაბ  ბარბაქიძე, გიორგი ბექაური, ჯგუფი „დათვის ჯვარი“, „დები ზვიადაურები“, „ფანდურა“, პაატა თედიაშვილი, პაატა ოდიშვილი და სხვა მომღერლები  წარსდგნენ.

კონცერტზე წარმოდგენილი  იყო, როგორც ხალხური სიმღერები, ასევე, ცეკვები და ლექსები. ღონისძიებაში მონაწილეობა ახალციხის ქორეგრაფიულმა ანსამბლმა „მესხმა ფრთოსანმა“–ც  მიიღო.

გიორგი ჩიტაურმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში  61 კონცერტი გამართა. ცხრამეტ მაისს იგი ვალეს ესტუმრა, ხოლო 16 სექტემბერს ტურნეს ასპინძაში გეგმავს.  მომღერლის თქმით, დასკვნითი კონცერტი დედაქალაში ჩატარდება.

Information

This entry was posted on 20/05/2015 by in კულტურა and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე