საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ქალაქის საბავშვო ბაღებში წვრილ ჭიებზე ანალიზებს იღებს. მათ გეგმიური სამუშაოები ახალციხის ნომერ პირველი ბაღიდან დაიწყეს.
ცენტრის მედიკოსების მიერ აღსაზრდელებზე ანალიზების აღება უფასოდ მიმდინარეობს. პასუხები რამდენიმე დღეში ბაღების მენეჯერებს გადაეგზავნებათ, რომელებიც შედეგებს მშობლებს გააცნობენ. მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში ბავშვის ოჯახმა მედიკამენტების გამოსაწერად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უნდა მიმართოს.
ააიპ „ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ დირექტორის თქმით, ანალიზების აღება ქალაქის ყველა საბავშვო ბაღში მოხდება.