იცნობს თუ არა მოსახლეობა იმ მაჟორიტარ დეპუტატს, რომელიც საქართველოს პარლამენტში ახალციხის მუნიციპალიტეტს წამოადგენს, ამის გასარკვევად ,,მე–9 არხმა“ ადგილობრივები გამოიკითხა. როგორც აღმოჩნდა, დეპუტატს, რომელმაც 2012 წელს, ამომრჩეველთა 80%–იანი მხარდაჭერა მიიღო, ადგილობრივთა ნაწილი ვერ იხსენებს, ნაწილიკი ვაჟა ჩიტაშვილს იცნობს.