”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომსა და ასპინძაში მუზეუმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები არ გაიმართა

მუზეუმების საერთაშორისო დღეს სამცხე-ჯავახეთიც შეუერთდა.  დილის ათი საათიდან, ექვსი საათის ჩათვლით დამთვალიერებლებს ახალციხის ციხის ფასიან ტერიტორიაზე,  მათ შორის ისტორიულ მუზეუმში უფასოდ შესვლა და ექსპონატების დათვალიერება შეეძლოთ.

ახალციხის ციხის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ისტორიული კომპლექსის ადმინისტრაცია უკვე მესამე წლია, მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და  ვიზიტორებს ციხის ტერიტორიაზე უფასო ექსკურსიას სთავაზობს.

მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიოს 150 ქვეყანაში, 35 წელზე მეტია აღინიშნება. აღნისნულთან დაკავშირებით  მუზეუმებში  ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვა ღონისძიებები ეწყობა.

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები უნდა გამართულიყო ასპინძასა და ბორჯომშიც.  საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალში ტურის  მოწყობა და მუნიციპალიტეტის ფონდსაცავში დაცული არქეოლოგიური მასალის გამოიფენა იგეგმებოდა. მინერალური წყლის ეტიკეტებისა  და  ნუმიზმატიკის გამოფენას აპირებდნენ  ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშიც.  აღნიშნუილის შესახებ, კულტურის სამინისტრომ ჯერ კიდევ 15 მაისს დააანონსა, თუმცა არცერთი ღონისძიება მუნიციპალიტეტებში  არ გამართულა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე