”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში მცხოვრები 600 ოჯახი 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს

11063746_819816298113964_7507950225226347956_nსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახალციხის მუნიციპალიტეტში  წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა. მისი განხორციელების შედეგად ახალციხეში მცხოვრებ 600 ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. ამასთანავე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყლის ხარისხი და შემცირდება წყლის დანაკარგი.

მიმდინარე სამუშაოები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ვლადიმერ ლაზარიშვილმა ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიის „ასნაფი“-ს პროექტის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა.

წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 600 ოჯახის 2 ათასზე მეტ ადამიანს წყლის გრაფიკისა და წყლის ხარისხის პრობლემა მოუგვარდება, კერძოდ, პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგები და გაუმჯობესდება, როგორც წყლის ხარისხი, ასევე წყლის მიწოდების გრაფიკი. ახალციხის მოსახლეობის დიდ ნაწილს, კერძოდ, 600 ოჯახს ამჟამად  წყალი გრაფიკით მიეწოდება. პროექტის დასრულების შემდეგ 10-12 საათიანი გრაფიკი 24-საათიანი წყალმომარაგებით შეიცვლება. პროექტის განხორციელების შედეგად ახალციხის მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება.

პროექტის ფარგლებში მოხდება:  800 მ³ მოცულობის რეზერვუარის რეაბილიტაცია, ასევე  გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა და რეაბილიტაცია საერთო სიგრძით 17,961 მ. სამშენებლო სამუშაოებზე 40 ადამიანზე მეტია დასაქმებული.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მსგავს სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით 24 ქალაქში ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება  ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტია.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე