”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მერიამ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები დააჯილოვა

ახალციხეში მცხოვრები 26 სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიან ოჯახი, ქალაქის მერიამ საჩუქრებით დააჯილოვა. მათ ელექტრო ჩაიდნები და ტკბილეული, ქალაქის პირველმა პირმა მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე, საზეიმოდ გადასცა. ახალციხის მერის, გიორგი კოპაძის თქმით, აქცია გეგმიური იყო და ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1000 ლარი გამოიყო.

ის პირები, რომელთაც თეტრში მისვლა ვერ მოახერხეს მათ საჩუქრებს ახალციხის მერიის კულტრის სამსახური სახლში მიუტანს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, აქცია ერთჯერადი არ არის და სოციალურად დაუცველ, მარავლშვილიან ოჯახებს სხვადასხვა სახის დახმარება მომავალშიც გაეწევათ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე