საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია დატოვა. ვიზიტის მესამე დღეს ილია მეორემ აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მოილოცა და პარაკლისი შეასრულა. მეოთხე საუკუნის ტაძარში დღესვე აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი დააბრძანეს. სინოდის წევრებმა საზეიმო ლიტურგია აღასრულეს.