”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ანონსი: პატრიარქის სტუმრობის მესამე დღე ეპარქიაში

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია დატოვა. ვიზიტის მესამე დღეს ილია მეორემ აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მოილოცა და პარაკლისი შეასრულა. მეოთხე საუკუნის ტაძარში დღესვე აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი დააბრძანეს. სინოდის წევრებმა საზეიმო ლიტურგია აღასრულეს.

პატრიარქის სტუმრობის ბოლო დღე ეპარქიაში და 20 საუკუნის შემდეგ, ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი წმინდა ანდრია მოციქულის ნაქადაგებ გზაზე – ნახეთ  ნინო ბერიძის სიუჟეტში აწყურიდან, 21:30 საათზე

Information

This entry was posted on 13/05/2015 by in ანონსი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე