”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

პატრიარქის ადიგენში ვიზიტი არლის წმ. ნინოს სახელობის ტაძრიდან დაიწყო

Ilia II Patriarqiსრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ადიგენში ვიზიტი არლის წმ. ნინოს სახელობის ტაძრიდან დაიწყო. “მეცხრე არხის” კორესპონდენტის ინფორმაციით, ილია მეორეს ადგილობრივი მრევლი ყვავილებით მიეგება. უწმიდესს არალში ადიგენის მუნიციპალიტეტის პირველი პირებიც შეხვდნენ.

პატრიარქი არალში წმინდა ნინოს სახელობის მონასტერთან არსებული შშმ ბავშვების ნამუშევრების გამოფენას დაათვალიერებს, რის შემდეგაც უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში წმ. ანდრია პირველწოდებულის პარაკლისს გადაიხადის.

ილია მეორე საღამოს უდის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერს მოინახულებს. დღის ბოლოს კი ზარზმის მამათა მონასტერს ეწვევა.

კათოლიკოს პატრიარქის ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში 13 მაისს, აწყურის თვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დასრულდება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე