”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

12 მაისს ახალქალაქს ევროკავშირის ელჩი ეწვევა

iaახალქალაქი პირველად, ევროკავშირის დღის აღნიშვნისათვის ემზადება. ღონისძიება ჯავახეთში,  12 მაისს 12:00 საათზე დაიწყება, რომელსაც ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაესწრება. ევროკავშირის დღე ახალქალაში ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ ინიციატივით იმართება.

ელჩი თავისი მისიის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთს პირველად ეწვევა.

იანოშ ჰერმანი სამცხე-ჯავახეთის გუბრენატორსა და ახალქალაქის გამგებელს შეხვდება და რეგიონის გამოწვევებსა და ერთობლივ გეგმებზე ისაუბრებს. საუბარი შეეხება,  სოფლის მეურნეობის საკითხებზეც.

ევროპის დღის აღსანიშნავად, ახალქალაქის კულტურის ცენტრში  საზეიმო კონცერტი მოეწყობა. ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის)  პროგრამის ფარგლებში მცირე ფერმერული კოოპერატივები,  საკუთარი  წარმოების  საკვები პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას წარმოადგენენ. სტუმრები  იმ პროექტებს გაეცნობიან, რომლებსაც ევროკავშირი  რეგიონში ახორციელებს.

ორგანიზაცია “მერსი ქორფსი”  ევროკავშირის ფინანსური დახმარებით  ახალქალაქსა და ნინოწმინდაში  სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს, რომელიც ENPARD-ის პროგრამის ნაწილია.

ევროპის დღეები ENPARD-ის პროგრამის ინიცირებით  საქართველოს კიდევ 4 ქალაქში მცხეთაში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ქობულეთში ტარდება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე