”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღებში მონიტორინგს ახორციელებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველო   საბავშვო ბაღებში მონიტორინგს ახორციელებს.  ინსპექტირების ჯგუფი გეგმიურ შემოწმებას, რეგიონის მასშტაბით,  სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში ატარებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ, ახალციხეში, სკოლამდელი აღზრდის ორი დაწესებულება შეამოწმა. ინსპექტირების ჯგუფი, ქალაქის პირველ ბაგასა და მეოთხე ბაგა–ბაღს ესტუმრა. მათ სველი წერტილები, კვების რაციონი,  სამზარეულოსა და ზოგადი ინფრასტრუქტურის მდგომარეობა შეისწავლეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამცხე–ჯავახეთის რეგიონული  სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფმა, დაწესებულებების მენეჯერებს შენიშვნა ცხელი წყლის არარსებობის გამო, მისცა. ყოველდღიური მოხმარების ნივთების ნაწილობრივ შეცვლა მოსთხოვა და ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული პრობლემების გამოსწორებისკენ მოუწოდა.

მეოთხე ბაგა–ბაღში სასმელ წყალზე სინჯების აღებაც მოხდა.

ინსპექტირების ჯგუფმა  შესაბამისობის შეფასების აქტში შენიშვნები  და რეკომენდაციები  შეიტანა. ბაღების შემოწმების შემდეგ, გონივრული ვადის განსაზღვრა მოხდება, რათა ის პრობლემები, რომლებიც  ოქმში დაფიქსირდა,  მოგვარდეს.   ვადის ამოწურვის შემდეგ  ხელახალი ინსპექტირება განხორციელდება.

ინსპექტირების ჯგუფის გაფრთხილების შემდეგ   თუ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება  პრობლემის მოგვარებას კიდევ ვერ მოახერხებს,  მაშინ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველო დაწესებულებას 400 ლარის ოდენობით დააჯარიმებს.

მონიტორინგი სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით ,13  ბაგა–ბაღში განხორციელდა, თუმცა გეგმიური შემოწმება, ეტაპობრივად  სკოლამდელი  აღზრდის ყველა დაწესებულებაში მოხდება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე