რა სახის უფლებებით სარგებლობენ ეთნიკური უმცირესობების წარმოამდგენლები, როგორია მათი როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არსებობს თუ არა დისკრიმინდაციის შემთხვევები და რა იციან ევროკავშირთან პარტნიორობის შესახებ- ამ საკითხებზე ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციუილ შენობაში ტრენინგ-სემინარი გაიმართა.
შეხვედრას ორგანიზება ,,პროფესიული და ინკლუზიური განთლების განვითარების ასოციოაციამ” გაუწია. მისი წარმოამდგენლების თქმით, იმისათვის, რომ ეთნიკურმა უმცირესობებმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნონ, აუცილებელია საკუთარ უფლებებს კარგად იცნობდნენ. მათივე განმარტებით, ტრენინგის დროს მონაწილეები იმ პრობლემებზეც საუბრობდნენ, რომლებიც ეთნიკურად განსხვავებულ ადამიანებს აწუხებთ, რის შემდეგაც ასოციაცია აღნიშნულ საკითხერბს დაამუშვებს და ევროკავშირს გარკვეული რეკომენდაციების სახით მიაწვდის. მსგავსი ტიპის შეხვედრებს ორგანიზატორები მომავალში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 9 ტერიტორიაზე გეგმავენ.