გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა, ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, ხე-ტყის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული სახერხი საამქროები გამოავლინეს. აღმოჩენილია ასევე, სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეების უკანონო სარგებლობისა და უკანონო ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი.
უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორის საერთო ოდენობამ 67 კუბური მეტრი შეადგინა.
გარემოსთვის მიყენებული ზიანი 8 000 ლარს აღწევს.
არარეგისტრირებული სახერხი სამქროები დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნა.`
You must be logged in to post a comment.